შვიდი დღის შემდეგ, საქართველოს მინსკში 24 მედალი აქვს | მინსკი 2019
შვიდი დღის შემდეგ, საქართველოს მინსკში 24 მედალი აქვს | მინსკი 2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების მეშვიდე საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს 24 მედალი აქვს მოპოვებული – 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 11 ბრინჯაო. ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.

ოქროსმედალოსნები – ბექა ბერძენიშვილი (სამბო), ბექა ნახუცრიშვილი (სამბო), დავით ლორიაშვილი (სამბო), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო).

ვერცხლისმედალოსნები – ნინო ოძელაშვილი (სამბო), ელენე ქებაძე (სამბო), მინდია ლილუაშვილი (სამბო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლიუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა).

ბრინჯაოსმედალოსნები – ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ბესარიონ ბერულავა (სამბო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), გენადი ჩირგაძე (სამბო), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა).