შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი რანგის შეხვედრას უმასპინძლოს
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი რანგის შეხვედრას უმასპინძლოს

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი რანგის შეხვედრას უმასპინძლოს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვეიცარია შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ძალადობრივი კონფრონტაციის გამო და მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნონ რეგიონული სტაბილურობა და შეწყვიტონ ძალის გამოყენება.

შვეიცარია შეახსენებს ორივე მხარეს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს, კერძოდ, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის ვალდებულებას.

„ვინაიდან კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს, არსებითი მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ და წინასწარი პირობების გარეშე უნდა განახლდეს. შვეიცარია სრულად უჭერს მხარს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევას მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის დასარეგულირებლად და მზად არის, უმასპინძლოს მაღალი დონის შეხვედრას, როგორც ეს წარსულშიც გაკეთებულა“, – ნათქვამია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.