შვეიცარიის პროკურატურამ 84 წლის ბლატერთან მიმართებაში ახალი საქმე წამოიწყო
შვეიცარიის პროკურატურამ 84 წლის ბლატერთან მიმართებაში ახალი საქმე წამოიწყო

შვეიცარიაში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის საქმეზე ახალი გამოძიება დაიწყო, – იტყობინება სააგენტო AP.

84 წლის შვეიცარიელს საფეხბურთო ფონდებიდან აღებული ერთი მილიონი დოლარის არაკანონიერად გამოყენებას ედავებიან. შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ ბლატერს ამის შესახებ უკვე აცნობა.

ყოფილი ფუნქციონერი ბრალდებულად ცნეს კრედიტთან დაკავშირებით, რომელიც 2010 წლის აპრილში ფიფა-მ გამოუყო ტრინიდადისა და ტობაგოს საფეხბურთო ასოციაციას. ფიფა-ს ანგარიშიდან თანხა უპროცენტო და არაუზურნველყოფილი იყო, მოგვიანებით ის საჩუქრის სტატუსით ჩამოწერეს.

ასევე იტყობინებიან, რომ ბრალდებულებს შორის არიან ფიფა-ს ყოფილი მაღალჩინოსნები – გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე და ფინანსური დირექტორი მარკუს კატნერი.