შვეიცარიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
შვეიცარიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

შვეიცარიის პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დორის ლოიტჰარდმა შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან უკვე გამართა.