შვეიცარიის პრეზიდენტი – ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგებას ყველანაირად შევეცდებით

14:20, 04.12.2017

საქართველოში ვიზიტით მყოფი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის დორის ლოიტჰარდის განცხადებით, შვეიცარია ყველანაირად შეეცდება ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგებას.

“საქართველოს სამსახურში დგომას მომავალშიც გავაგრძელებთ და ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგებას ყველანაირად შევეცდებით. ჩვენ განმუხტვის პოლიტიკას და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დიალოგს კვლავაც ხელს შევუწყობთ”, – განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

 

მსგავსი