შვეიცარიის პრეზიდენტი - იმედი მაქვს, საქართველოსკენ ბევრი შვეიცარიელი ინვესტორი გამოიხედავს
შვეიცარიის პრეზიდენტი - იმედი მაქვს, საქართველოსკენ ბევრი შვეიცარიელი ინვესტორი გამოიხედავს

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო-შვეიცარიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველოსკენ ბევრი შვეიცარიელი ინვესტორი გამოიხედავს.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა დროის ლოიტჰარდმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას  და განმარტა, რომ მომავალი წლის დასაწყისში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებით ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაიზრდება.

“საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში, შვეიცარიამ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ხელი შეუწყო. შვეიცარია მოხარულია, რომ სიტუაცია ბევრად უფრო გაუმჯობესდა.  ვიზარიბელარიზაციითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაიზრდება. მომავალი წლის დასაწყისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდება და იმედი მაქვს, რომ საქართველოსკენ ბევრი შვეიცარიელი ინვესტორი გამოიხედავს, რათა ქართული ბაზარი კიდევ უფრო უკეთ აითვისონ. მაგალითად სამთო ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან ბევრი გაკეთდა და შვეიცარია ექსპორტირებას ახდენს. პრეზიდენტთან შეხვედრისას, ჩვენ ენერგეტიკის სფეროზეც ვისაუბრეთ. ეს არის სფეროები, სადაც ჩვენ წინსვლა ნამდვილად გვაქვს. საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, თურქეთთან ერთად, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.  შავი ზღვა კიდევ ერთი დიდი პოტენციალია, რომელსაც ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ”, – განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.