შვეიცარიის ნიონში ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
ამჯერად გუნდების განთესვა არ მომხდარა. წილისყრის ერთადერთი პირობა ის იყო, რომ ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს უკრაინული და რუსული კლუბები.
16 გუნდი ევროპის ლიგის მერვედფინალში ასე დაწყვილდა:
ჩელსი (ინგლისი)-დინამო (უკრაინა)
აინტრახტი (გერმანია)-ინტერი (იტალია)
დინამო (ხორვატია)-ბენფიკა (პორტუგალია)
ნაპოლი (იტალია)-ზალცბურგი (ავსტრია)
ვალენსია (ესპანეთი)-კრასნოდარი (რუსეთი)
სევილია (ესპანეთი)-სლავია (ჩეხეთი)
არსენალი (ინგლისი)-რენი (საფრანგეთი)
ზენიტი (რუსეთი)-ვილიარეალი (ესპანეთი)
პირველი მატჩები 7 მარტს გაიმართება, განმეორებითი – 14 მარტს.
2019 წელს, ევროპის ლიგის ფინალს 29 მაისს ბაქოს ოლიმპიური სტადიონი მიიღებს.