შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი საქართველოზე - იყო შემთხვევები, მეტოქეს ვჯობდით და ქულები მაინც დავკარგეთ
შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი საქართველოზე - იყო შემთხვევები, მეტოქეს ვჯობდით და ქულები მაინც დავკარგეთ
შვეიცარიის ნაკრების წევრებმა, გუნდის კაპიტანმა შტეფან ლიხშტაინერმა და დენის ზაკარიამ ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზე ილაპარაკეს.
 
ისინი თანხმდებიან, რომ შვეიცარიას პარასკევის შეხვედრაში შეცდომის დაუშვების უფლება არ აქვს. ამავე დროს, პატივისცემა გამოავლინეს საქართველოს მიმართ, რომელსაც თბილისში ანგარიშით 2:0 მოუგეს.
„კარგად მახსოვს, თბილისში საქართველოს ნაკრებთან რა რთული თამაში გვქონდა. ჩვენ დავიტანჯეთ, სანამ გოლს გავიტანდით და ამისთვის დიდი დრო დაგვჭირდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ უკეთესი გუნდი გვყავს და იმედია, პირველ გოლს სწრაფად გავიტანთ და შემდეგ თამაშს ჩვენთვის სასურველი კალაპოტით წარვმართავთ“, – ამბობს დენის ზაკარია.
მის ნათქვამზე შვეიცარიის ნაკრების კაპიტანს, შტეფან ლიხშტაინერს რეაქცია ჰქონდა და წარუმატებელი მაგალითები გაახსენა: „ამ შესარჩევი ციკლის განმავლობაში, ჩვენ რთული ამოცანის გადაწყვეტა ხშირად გვიწევდა. ​​იყო შემთხვევები, როდესაც მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ ქულები მაინც დავკარგეთ. ასე რომ, სიფრთხილე გვჭირდება. თუმცა ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ“.
შვეიცარია-საქართველოს შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.