შვეიცარიის მთებში ერთ დღეში ორი ავიაკატასტროფა მოხდა
შვეიცარიის მთებში ერთ დღეში ორი ავიაკატასტროფა მოხდა

შვეიცარიის მთიან რეგიონში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის, ორი ბავშვია. ავიაკატასტროფა ტყის მასივთან ახლოს მოხდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობამდე მაშველებმა კატასტროფის ადგილზე ჩასვლა ვერ მოახერხეს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულები საფრანგეთის მოქალაქეები არიან. კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

ამ ინციდენტიდან რამდენიმე საათში შვეიცარიის მთებში კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაღუპულების რაოდენობა ჯერ უცნობია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. მობილიზებულია ოთხი ვერტმფრენი.

დატოვე კომენტარი