შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა უწყებამ „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა უწყებამ „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა უწყებამ კორონავირუსის წინააღმდეგ კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა უსაფრთხოდ ცნო და მისი გამოყენების ნებართვა გასცა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შეფასებების თანახმად, ვაქცინის მეორე ინექციიდან შვიდი დღის შემდეგ პრეპარატის ეფექტიანობა 90 პროცენტს აღემატება.

შვეიცარიის მარეგულირებელი უწყება ასევე განიხილავს კომპანიების „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ განაცხადებს ვაქცინის დასამტკიცებლად.

ფაიზრის“ ვაქცინა გამოყენებისთვის უკვე დამტკიცებული აქვს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, მექსიკას, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს.