შვეიცარიის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შვეიცარია რუსული ჯაშუშობის კერად აქცია

16:56, 27.06.2023

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შვეიცარია რუსული ჯაშუშობის კერად აქცია, – ამის შესახებ აღნიშნულია შვეიცარიის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

შვეიცარიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ქრისტიან დუსის განცხადებით, დაახლოებით 220 აკრედიტებული რუსი დიპლომატიდან, რომლებიც მუშაობენ გაერო-ში რუსეთის მისიაში ბერნში ან ჟენევაში, სულ მცირე, მესამედი რეალურად ჯაშუშია.

„რუსეთმა გაანადგურა ევროპაში მშვიდობის წესებზე დაფუძნებული წესრიგი“, – აღნიშნულია შვეიცარიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.

მსგავსი