შვეიცარიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
შვეიცარიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

შვეიცარიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს შვეიცარიაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

მათი ცნობით, 13 იანვარს, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება პირველ მარტამდე.

ამასთან, მათივე ცნობით, 18 იანვრიდან ასევე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები, რომელთა ძირითადი მოთხოვნებია: პირბადის ტარება ყველა დახურულ სივრცეში, სადაც ერთ ადამიანზე მეტია; დაიკეტება ყველა სავაჭრო ცენტრი, მარკეტების გარდა; აიკრძალება ყველა კერძო ხასიათის შეკრება; ღია საჯარო სივრცეში დაიშვება მხოლოდ ხუთი ადამიანის შეკრება; სახლიდან მუშაობა სავალდებულოა ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.

„გთხოვთ მუდმივად თვალი ადევნოთ ინფორმაციას შვეიცარიის ჯანდაცვის დეპარტამენტის სპეციალურ საინფორმაციო გვერდზე, სადაც ხელმისაწვდომია განახლებული ინფორმაცია როგორც „კოვიდ-19“-ის ვირუსის, ტესტების და დახმარების შესახებ, ისე ინფორმაცია შვეიცარიის კონფედერაციაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შესახებ. აქვე მოცემულია ყველა საჭირო საკონტაქტო მონაცემები და ცხელი ხაზის ნომრები“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი