შვეიცარიაში, საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული პრინციპები შეიმუშავეს
შვეიცარიაში, საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებული პრინციპები შეიმუშავეს

შვეიცარიაში, ლუგანოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, უკრაინის გრძელვადიან აღდგენასთან დაკავშირებული პრინციპები შეიმუშავეს.

ინფორმაცის „სიენენი“ ავრცელებს.

პრინციპები ორდღიანი კონფერენციის შემდეგ მიიღეს, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას.

დოკუმენტი, რომელსაც „ლუგანოს დეკლარაცია“ ეწოდა, ითვალისწინებს ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გრძელვადიან დახმარებას, რომელიც უკრაინას დაეხმარება ომის შემდგომი პერიოდისთვის მომზადებაში, ვიდრე ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„აქ, ლუგანოში ჩვენ დავიწყეთ უკრაინის აღდგენის პროცესი საერთაშორისო დონეზე და ჩამოვაყალიბეთ აღდგენის პრინციპები“, – განაცხადა შევიცარიის პრეზიდენტმა იგნაციო კასისმა.

მისი თქმით, ეს პრინციპები აკავშირებს აღდგენას რეფორმებთან და ფოკუსირებული იქნება გამჭირვალობაზე, პარტნიორობასა და თანასწორობაზე.

„ამან უკრაინელ ხალხს უნდა მისცეს იმედი და რწმენა, რომ ისინი არ არიან მარტო, რადგან უკრაინის მდგრადი აღდგენა საჭიროებს აღორძინებას, მდგრადობას და ინსტიტუტების განახლებას, მისი მომავლის შესაფერისად“, – აღნიშნა კასისმა.

გასულ დღეს, უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინის აღსადგენად 750 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა იქნება საჭირო და ამასთან აღნიშნა, რომ მთავარი წყარო საზღვარგარეთ კონფისკირებული რუსული აქტივები უნდა გახდეს.