შვეიცარიაში, რესტორანში აფეთქებისას 15 ადამიანი დაშავდა
შვეიცარიაში, რესტორანში აფეთქებისას 15 ადამიანი დაშავდა

შვეიცარიაში, ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის ავზის აფეთქებისას 15 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჟენევაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შორის არიან რესტორნის თანამშრომლები და სტუმრები.

8 მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად რესტორნის შენობა დაზიანდა. ჩამსხვრეულია მინები.