შვეიცარიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, ლატვიასა და ესტონეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა აღინიშნა

10:15, 05.11.2020

შვეიცარიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, ლატვიასა და ესტონეთში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა.

შვეიცარიის ხელისუფლების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 10 043 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

6 000-ს გადასცდა ინფიცირების დღიური მაჩვენებლი ავსტრიაში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო 6 211 ახალი შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

პოლონეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 24 700-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის მთავრობამ მაღაზიებს, სკოლებს და კულტურის ინსტიტუტებს მიმდინარე თვეში ახალი შეზღუდვები დაუწესა.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ინფექციის რეკორდულ ზრდაზე ავრცელებენ ინფორმაციას ბალტიისპირეთის ქვეყნები. ესტონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 208 ადამიანს, ლატვიაში კი 313 ადამიანს დაუდასტურდა. რეგიონის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ, „ბალთიქ ნიუს სერვისმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის გამო, ლატვიის მთავრობა უკვე შეთანხმდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე.

მსგავსი