გასული დღე-ღამის განმავლობაში, შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ის 8 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ოქტომბრის დასაწყისიდან მკვეთრად გაიზარდა. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, დღეს მთავრობის სხდომაა ჩანიშნული, სადაც სავარაუდოდ ზომების გამკაცრებაზე იმსჯელებენ.
საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შვეიცარიაში კორონავირუსის 133 658 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 954 ადამიანი.