შვეიცარია, დანია, ირლანდია, გიბრალტარი - საქართველოს მეტოქეები ევროშესარჩევში
დღეს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ვინაიდან საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე გამოსვლა „დ“ დივიზიონში საუკეთესო რეიტინგით დაასრულა და კენჭისყრაში მე-4 კალათაში მოხვდა, ისევე უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა. წინასწარ ცნობილი იყო, რომ „ჯვაროსნები“ 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდებოდნენ.
საბოლოოდ, წილისყრის შედეგად ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ საქართველოს შემდეგი მეტოქეები შეხვდა:
D: შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი,
მასპინძელი გუნდები: ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 12 ქვეყანა უმასპინძლებს. ამის გამო, ტურნირის არსებობს ისტორიაში პირველად, არც ერთი მასპინძელი ავტომატურად მონაწილე არ იქნება. შესარჩევი ეტაპის მატჩები 2019 წლის მარტიდან ნოემბრამდე ჩატარდება და კალენდარი წინასწარაა ცნობილი:
I ტური: 21-23 მარტი, 2019 წელი
II ტური: 24-26 მარტი, 2019
III ტური: 7-8 ივნისი, 2019
IV ტური: 10-11 ივნისი, 2019
V ტური: 5-7 სექტემბერი, 2019
VI ტური: 8-10 სექტემბერი, 2019
VII ტური: 10-12 ოქტომბერი, 2019
VIII ტური: 13-15 ოქტომბერი, 2019
IX ტური: 14-16 ნოემბერი, 2019
X ტური: 17-19 ნოემბერი, 2019
ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა შესარჩევი ციკლის დამთავრებისთანავე, 2019 წლის 1 დეკემბერს გაიმართება, როდესაც 24 მონაწილიდან 20 ცნობილი იქნება. დანარჩენი 4 ერთა ლიგის პლეი-ოფების შემდეგ გაირკვევა, რომლის ნახევარფინალები 2020 წლის 26-28 მარტს შედგება, ხოლო ფინალური მატჩები – 29-31 მარტს.