შვეიცარია: ამ ზაფხულს, სავარაუდოდ, ათობით მყინვარი გაქრება

18:14, 14.08.2026
შვეიცარიის მყინვარები, მათ შორის ფოტოზე გამოსახული ალეჩის მყინვარი, 2026 წლის ცხელი ზაფხულის გამო ზარალდებიან

შვეიცარიის მყინვარები, მათ შორის ფოტოზე გამოსახული ალეჩის მყინვარი, 2026 წლის ცხელი ზაფხულის გამო ზარალდებიან

ცხელი ზაფხული შვეიცარიის მყინვარებს მძიმე კვალს ატყობს. გლაციოლოგი მათიას ჰუსი ვარაუდობს, რომ ეს წელი, მყინვარების დნობაზე დაკვირვებების დაწყების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება. ჰუსის პროგნოზი პესიმისტურია: მისი აზრით, ამ ზაფხულს ათობით მცირე მყინვარი მთლიანად გაქრება.

 

„წელს, მასშტაბის თვალსაზრისით, მეორე ყველაზე მძიმე შედეგს ველოდებით მას შემდეგ, რაც მყინვარების დნობაზე დაკვირვებას ვაწარმოებთ“, – განუცხადა გლაციოლოგმა შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტო „კისტონს“ (Keystone-SDA).

გლობალური დათბობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი მცირე მყინვარები არიან. „ველოდები, რომ წელს ბევრი მცირე მყინვარი გაქრება“, – ამბობს ჰუსი. ამჟამად ასეთი მყინვარების ზუსტი რაოდენობის დასახელება რთულია. მისი ვარაუდით, შემორჩენილი ყინული მთლიანად, შესაძლოა, დაახლოებით 20-დან 30-მდე მყინვარზე დადნეს.

კრიტიკული მდგომარეობაში არიან შვეიცარიაში არსებული დიდი მყინვარებიც. წელს ერთმანეთს დაემთხვა ორი არახელსაყრელი ფაქტორი, რაც მასშტაბური დნობის მთავარი მიზეზია: მყინვარები ზამთრიდან თოვლის მცირე საფარით გამოვიდნენ, რასაც დაერთოს ის, რომ ძლიერი სიცხეები ზაფხულის დადგომისთანავე დაიწყო.

 

სტატიის ავტორი: შვეიცარიის რადიომაუწყებლობის კორპორაციის ფილიალი (SWI swissinfo.ch)

ფოტო: შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტო „კისტონი“ (Keystone-SDA)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 13 აგვისტო, 2026 წელი, 13:45 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი