შვედმა სტუდენტმა თავშესაფრის მაძიებელი ავღანელი მამაკაცის დეპორტაცია შეაჩერა
შვედმა სტუდენტმა თავშესაფრის მაძიებელი ავღანელი მამაკაცის დეპორტაცია შეაჩერა

შვედმა სტუდენტმა გოგომ  თავშესაფრის მაძიებელი ავღანელი მამაკაცის სამშობლოში დეპორტაცია შეაჩერა

ინციდენტი შვედეთის გოტენბურგის აეროპორტში, სტამბოლის რეისზე მოხდა. მგზავრმა, ელინ ერსონმა სავარძელში დაჯდომაზე უარი განაცხადა. კანონით მფრინავს თვითმფრინავის დაძვრის უფლება არ აქვს, სანამ ყველა მგზავრი ადგილს არ დაიკავებს. ელინ ერსონმა პროტესტი პირდაპირ ეთერში ტელეფონის საშუალებით გააშუქა.

„ბორტზე“ იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ავღანეთში დეპორტაციას უწევენ, იქ მას სავარაუდოდ, მოკლავენ”, – ამბობს ელინ ერსონი.

“მე არ ვაპირებ დავჯდე, სანამ ეს ადამიანი თვითმფრინავს არ დატოვებს”,-განაცხადა მან.

ერსონის ქმედებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ბორტზე. ზოგიერთმა მგზავრმა მისი ქმედება გააკრიტიკა, რაზეც ელინმა უპასუხა, რომ ყველაფერს გააკეთებს მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად.

„არ მინდა ამ ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ დასრულდეს, რომ თქვენ რეისზე გაგვიანდებათ. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია”.

ერთ-ერთმა მგზავრმა სტუდენტს ხელიდან ტელეფონი გამოგლიჯა. მოგვიანებით, როგორც ელინმა განმარტა, ბორტგამცილებლის ჩარევის შემდეგ აპარატი დაუბრუნეს.

საბოლოოდ, ელინ ერსონი და ავღანელი მამაკაცი ბორტიდან აპლოდისმენტების ფონზე ჩაიყვანეს. თუმცა, თავშესაფრის მაძიებელს იძულებითი დეპორტაცია მაინც განხორციელდება.