შვედი მეცნიერების დასკვნით, „კოვიდ 19“-ის მსუბუქი ფორმის შემდეგ, ორგანიზმში ანტისხეულები შესაძლოა, სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს
შვედი მეცნიერების დასკვნით, „კოვიდ 19“-ის მსუბუქი ფორმის შემდეგ, ორგანიზმში ანტისხეულები შესაძლოა, სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს

შვედი მეცნიერების დასკვნით, „კოვიდ 19“-ის მსუბუქი ფორმის შემდეგ, ორგანიზმში ანტისხეულები შესაძლოა, სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამის შესახებ კვლევა სტოკჰოლმში მდებარე დანდერიდის საავადმყოფოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, ანტისხეულები უკავშირდება, როგორც ვირუსის თავდაპირველ ვარიანტს, ასევე ბევრ ახალ შტამს, მათ შორის „ალფა“ და „დელტა“ ვარიანტებს. 2020 წლის გაზაფხულზე, დანდერიდის საავადმყოფოს 2 000-ზე მეტი თანამშრომლის ნიმუშები შეგროვდა, რა დროსაც დაახლოებით 19 პროცენტს ანტისხეულები აღმოაჩნდა.

ასევე, შეგროვდა 100-ზე მეტი სტაციონარული პაციენტის ნიმუშები. კვლევა ერთი წლის შემდეგ დასრულდა.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვისაც 2020 წლის გაზაფხულზე მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, 80 პროცენტს ანტისხეულები ერთი წლის შემდეგაც აქვთ.