შვედეთში შეიარაღებული თავდასხმისას რვა ადამიანი დაშავდა

22:35, 03.03.2021

შვედეთში შეიარაღებული თავდასხმისას რვა ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ცივი იარაღით განხორციელდა და შესაძლოა, ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცეს.

ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი