შვედეთში ოპოზიციის წარმომადგენლები კორონავირუსზე ხელისუფლების რეაგირების შესასწავლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას ითხოვენ
შვედეთში უმსხვილესი ოპოზიციური პარტიები კორონავირუსზე ხელისუფლების რეაგირების შესასწავლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კონსერვატიული „ზომიერი პარტია“ დ აპოპულისტური პარტია „შვედი დემოკრატები“ აცხადებენ, რომ კომისიის შექმნა ზაფხულამდე სურთ.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, შტეფან ლევენმა, რომელიც „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს, აქამდე არაერთხელ განაცხადა, რომ კომისიის შექმნას ემხრობა, თუმცა მიიჩნევს, რომ ის პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსის 36 500-მდე შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4 350 ინფიცირებული.