შვედეთში კორონავირუსის შედეგად ერთ დღეში 185 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს. ეს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„კოვიდ-19“-ს შვედეთში, საერთო ჯამში, 1765 ადამიანი ემსხვერპლა. ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 15 322 ადამიანს.
შეგახსენებთ, რომ შვედეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ეპიდემიის გამო მკაცრი შეზღუდვების დაწესებაზე უარი თქვეს.