შვედეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული არის ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ქალაქ უხანში იმყოფებოდა .
ქალი შვედეთში 24 იანვარს ჩავიდა. ქვეყანაში ჩასვლის დროს მას დაავადების არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. მოგვიანებით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და საავადმყოფოს მიაკითხა.
შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს იზოლირებულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.