შვედეთმა კოსოვოს მხარე იოლად დაამარცხა #1TVSPORT
შვედეთმა კოსოვოს მხარე იოლად დაამარცხა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევი ციკლის „ბ“ ჯგუფში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩის (1:2) პარალელურად, სტოკჰოლმში მეორე დაპირისპირება გაიმართა – შვედეთმა კოსოვო მიიღო და იოლად დაამარცხა (3:0).

სოლნასფრიენდს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში შვედები 29-ე წუთზე პენალტით ემილ ფორსბერგმა დააწინაურა, მასპინძლების უპირატესობა ალექსკანდერ ისაკმა მეორე ნახევარში (62) გაზარდა, ხოლო რობინ კვაისონმა (79) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 შვედეთის სასარგებლოდ.

ამ მატჩის შემდეგ ჯგუფში ვითარება საგრძნობლად დაიძაბა. „ბ“ ჯგუფში ესპანეთი ლიდერობს (6 მატჩი, 13 ქულა), მეორეზეა შვედეთი (5, 12) რომელსაც შეუძლია ესპანეთს გადაასწროს. საბერძნეთი (5, 9) მესამეზეა, ხოლო ბოლო ადგილებზე კოსოვო (6, 4) და საქართველო (6, 1) არიან.

12 ოქტომბერს კოსოვო – საქართველოს ნაკრებს მიიღებს, ხოლო შვედეთი – საბერძნეთს და ამ შეხვედრაში რეალურად გაირკვევა, ჯგუფიდან ვინ გავა. მაგრამ ამ მატჩებში პირველ ან მეორე ადგილებზე გასვლის გარანტიას ვერავინ მიიღებს.

თუმცა, სხვაგვარი გარანტია მიიღეს საქართველოს და კოსოვოს ნაკრებებმა – ორივე მათგანმა ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.