შვედეთის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ ამჟამად მთავრობის ფორმირებას ვერ ახერხებს
შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, ის მთავრობის ფორმირებას ვერ ახერხებს, რის შესახებაც შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართავს.
მედიის ცნობით, ანდერსონმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი კოალიციის წევრმა, „მემარცხენე პარტიამ“ მხარი დაუჭირა პარლამენტის სპიკერის კანდიდატად ანდერსონის კონკურენტის, „ზომიერი პარტიის“ წევრის დანიშვნას.
შვედეთის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის თქმით, ეს მთავრობის შექმნის მცდელობას ხელს უშლის.
„რა თქმა უნდა, მემარცხენე პარტიის გზავნილს სერიოზულად ვეკიდები და ჩემ მიერ ჩატარებული საუბრების საფუძველზე, შემიძლია, დავასკვნა, რომ ამჟამად მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა არ მაქვს“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულ-მემარცხენე ბლოკმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. მათ პარლამენტში 176 ადგილი მოიპოვეს, ხელისუფლებაში მყოფმა ულფ კრისტენსონის მემარჯვენე ბლოკმა კი – 173. პარლამენტის სპიკერმა, ანდრეას ნორლენმა მაგდალენა ანდერსონს მთავრობის შექმნა დაავალა, თუმცა, გამარჯვების მიუხედავად, ცენტრისტულ-მემარცხენე ბლოკში შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.