შვედეთის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 47 წლის მამაკაცს სამი წლით პატიმრობა შეუფარდა
შვედეთის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 47 წლის მამაკაცს სამი წლით პატიმრობა შეუფარდა

შვედეთის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, 47 წლის მამაკაცს სამი წლით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულმა სატვირთოების მწარმოებელი კომპანია „სკანიადან“ საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს მიჰყიდა. თუმცა, სასამართლომ ის გაამართლა ანალოგიურ ბრალდებაში, რომელიც კომპანია „ვოლვოდან“ ინფორმაციის გატანას ეხებოდა.

სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი რეგულარულად იღებდა ნაღდ ფულს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისას, რაც მიწოდებული ინფორმაციის სანაცვლოდ, კომპენსაციად მიიჩნევა.

გასამართლებული 2016 და 2017 წლებში „ვოლვოს“ კომპანიაში, 2018 და 2019 წლებში კი, „სკანიაში“ მუშაობდა. ის ბრალდებას უარყოფს.