შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს.
ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია მალმერ სტენერგარდი სოციალურ ქსელში წერს.
„რამდენიმე ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრსა და კაია კალასთან ერთად, განცხადება გავავრცელე საქართველოში არსებული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით. ქართული ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებები და დაკავებები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების თვითნებური დაკავებები და მზარდი რეპრესიები, ხელს უწყობს დემოკრატიის დაშლას საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. პარასკევს, 11 ივლისს საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – წერს შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
Together with several European Foreign Ministers and @kajakallas, I have issued a statement regarding the deteriorating situation in Georgia. The recent imprisonment and detention of the leaders of Georgian opposition – as well as arbitrary arrests and increasing repression of…
— Maria M Stenergard (@MariaStenergard) July 12, 2025