შვედეთის ქალაქ ბოდენის ერთ-ერთ სკოლაში დროებით საშინაო დავალებები, საკონტროლო წერა და გამოცდები აკრძალეს
შვედეთის ქალაქ ბოდენის ერთ-ერთ სკოლაში დროებით საშინაო დავალებები, საკონტროლო წერა და გამოცდები აკრძალეს

შვედეთის ქალაქ ბოდენის ერთ-ერთ სკოლაში, აპრილში დროებით საშინაო დავალებები , საკონტროლო წერა და გამოცდები აკრძალეს. ამის მიზეზი ბავშვებში გამოწვეული სტრესია.

აკრძალვა დროებითია და ის მეშვიდედან მეცხრე კლასამდე მოსწავლეებს შეეხებათ.

“მუდმივად გვესმის, რომ გამოკვლევების მიხედვით, ჩვენი ბავშვები ცუდად გრძნობენ თავს და ამის გამომწვევი მიზეზი სტრესია, რომელსაც ისინი მუდმივად განიცდიან. ამ გზით ვცდილობთ, მათ სტრესი შევუმსუბუქოთ”, – განაცხადეს სკოლაში.

იმ შემთხვევაში, თუ  აკრძალვა კარგად იმოქმედებს ბავშვებზე, სკოლაში გეგმავენ, რომ კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივონ.