შვედეთის პრემიერ-მინისტრი - ვილნიუსის სამიტი არის ბუნებრივი დრო შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დასასრულებლად, მაგრამ ვიცით, რომ თურქეთის მისაღები გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თურქეთს შეუძლია
შვედეთის პრემიერ-მინისტრი - ვილნიუსის სამიტი არის ბუნებრივი დრო შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დასასრულებლად, მაგრამ ვიცით, რომ თურქეთის მისაღები გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თურქეთს შეუძლია

ჩვენ, ორივემ, ვიცით, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ თურქეთს შეუძლია, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტენსონმა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი არის ბუნებრივი დრო შვედეთის ალიანსში გაწევრიანების მცდელობის დასასრულებლად.

„ჩვენ, ორივეს, გვესმის, რომ ვილნიუსში ერთ კვირაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი არის ძალიან ბუნებრივი დრო ამის დასასრულებლად, მაგრამ ჩვენ, ორივემ, ისიც ვიცით, რომ თურქეთის მისაღები გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თურქეთს შეუძლია“, – განუცხადა კრისტერსონმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში, შვედეთის საელჩოში.

კრისტერსონი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ვაშინგტონში, რათა აშშ-ს კიდევ ერთხელ დაედასტურებინა მხარდაჭერა შვედეთის ნატო-ში განაცხადისთვის, რომელსაც თურქეთი და უნგრეთი ბლოკავენ.