შვედეთის ელჩი – იმედი გვაქვს, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად განვითარდება
იმედი გვაქვს, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად განვითარდება, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას, ისევე, როგორც ამ პროცესების განვითარებას ადევნებენ თვალს საერთაშორისო ინვესტორები. ალბათ ჩემი როლი არ არის, შინაარს ჩავუღრმავდე, რადგან ჯერ ყველა დეტალი არ არის გახსნილი. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, პროცესი განვითარდება გამჭვირვალედ და დემოკრატიულად“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა.