შვედეთის ელჩი - ელენე ხოშტარიას განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს ბადებს
შვედეთის ელჩი - ელენე ხოშტარიას განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს ბადებს

კანონის უზენაესობა, პროპორციულობა და გამოხატვის თავისუფლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.

„ოპოზიციის ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს ბადებს. კანონის უზენაესობა, პროპორციულობა და გამოხატვის თავისუფლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია“, – წერს ანა ლიბერგი.