შვედეთის ელჩი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები უკანონოა
შვედეთის ელჩი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები უკანონოა

ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები უკანონოა, – ამის შესახებ განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოსა და სომხეთში შვედეთის საგანაგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა გაავრცელა.

„დღევანდელი ე.წ. არჩევნები ცხინვალის რეგიონში არის არალეგალური და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ძირს უთხრის მიმდინარე ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისახავს“, – წერს დიპლომატი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ე.წ. არჩევნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.