შვედეთი რუსი დიპლომატის გაძევებას ითხოვს. მას რუსეთის დაზვერვაში მუშაობა ედება ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, 47 წლის რუსი დიპლომატი რამდენიმე კვირის წინ შეხვდა შვედ ინჟინერ-კონსულტანტს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. მომხდარის გამო, შვედეთში რუსეთის ელჩი ვიქტორ ტატარინცევი კონსულტაციებისთვის შვედეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს.
შეგახსენებთ, თებერვალში სტოკჰოლმში დააკავეს პირი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში წაუყენეს ბრალი. ის ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობდა. შვედეთის პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკავებული პირი დიპლომატად შენიღბულმა რუსმა ჯაშუშმა გადაიბირა.