„შუქურა“ მალე ბობოყვათის ბაზაზე ივარჯიშებს
„შუქურა“ მალე ბობოყვათის ბაზაზე ივარჯიშებს

ქობულეთის „შუქურა“ იმ იშვიათ კლუბებს შეუერთდება, რომლებსაც საკუთარი სავარჯიშო ბაზა გააჩნიათ – საკლუბო ბაზის მშენებლობაზე ინფორმაციას ქობულეთელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ბობოყვათის საწვრთნელ ბაზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს! უახლოეს პერიოდში კლუბს ბუნებრივსაფარიანი სრულყოფილი სტანდარტული მოედანი ექნება“ – წერია ქობულეთის „შუქურას“ ოფიციალურ გვერდზე.

ბობოყვათის საწვრთნელი ბაზის კეთილმოწყობის შემდეგ, საფეხბურთო მოედნები და კომპლექსი მხოლოდ ქობულეთის „შუქურას“ არ მოემსახურება – ამ პროექტის მიზანია, სეზონებს შორის პერიოდებში სპორტულმა ცენტრმა მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფი გუნდები მიიღოს, რაც დამატებითი შემოსავლების წყარო იქნება.

ქობულეთის „შუქურა“ ახალი სეზონისთვის საგრძნობლად გაძლიერდა, მთავარ მწვრთნელად კი გიორგი შაშიაშვილი მიიწვიეს, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა ეროვნულ ლიგა 2-ში მაქსიმუმი, 6 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია. შაშიაშვილის განცხადებით, „შუქურას“ მთავარი მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა.