ეროვნული ლიგა 2 – „სიონმა“ ჩემპიონატის ლიდერი „რუსთავი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში 21-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომელიც ლიდერთა სამეულის ორი გუნდისთვის მარცხით დასრულდა.
პირველადგილოსანი „რუსთავი“ ბოლნისში „სიონს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მე-13 წუთზე, დათა სიჭინავამ ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი საჯარიმო და ბოლნისელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს.
მესამეადგილოსანი „დინამო თბილისი 2“ „ლოკომოტივს“ დაუპისპირდა და მე-6 წუთზე ლუკა ბუბუტეიშვილის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ 1:2 წააგო. სტუმრებმა დენის ამოაკოს დუბლით გაიმარჯვეს. მათ მესამე ბურთის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა 38-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
„რუსთავი“ ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ „სიონმა“ მასთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა. საგარეჯოს „გარეჯმა“ კი „ვიტ ჯორჯიას“ დამარცხებით „დინამო თბილისთან“ სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.
21-ე ტური
„სპაერი“ – „არაგვი“ 0:2
„შტურმი“ – კოლხეთი (ხობი) 1:0
„დინამო 2“ (თბ) – „ლოკომოტივი“ 1:2
„სიონი“ – „რუსთავი“ 1:0
„ვიტ ჯორჯია“ – „გარეჯი“ 1:2
| ადგ | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
| 1 | რუსთავი | 21 | 12 | 4 | 5 | 33-18 | 40 |
| 2 | სიონი | 21 | 12 | 2 | 7 | 37-22 | 38 |
| 3 | დინამო-2 თბ | 21 | 11 | 3 | 7 | 36-30 | 36 |
| 4 | გარეჯი | 21 | 10 | 5 | 6 | 39-29 | 35 |
| 5 | ვიტ ჯორჯია | 21 | 7 | 6 | 8 | 30-34 | 27 |
| 6 | სპაერი | 21 | 7 | 6 | 8 | 22-31 | 27 |
| 7 | ლოკომოტივი | 21 | 6 | 8 | 7 | 31-34 | 26 |
| 8 | არაგვი | 21 | 7 | 4 | 10 | 32-32 | 25 |
| 9 | შტურმი | 21 | 5 | 5 | 11 | 21-31 | 20 |
| 10 | კოლხეთი (ხ) | 21 | 3 | 7 | 11 | 22-42 | 16 |