ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი გამოწერეს ჟორჟ პომპიდუს სახელობის საავადმყოფოდან.
ამის შესახებ დაწერა გაზეთ „ლე პარიზიენ“-ის Le (Parisien) ჟურნალისტმა ჟან-მიშელ დეკიუჟიმ. მისი ინფორმაციით, 50 წლის შუმახერი საჭირო პროცედურებს სამი დღის განმავლობაში გადიოდა. “ფერარის” ლეგენდა საფრანგეთიდან ღამე 12 სექტემბერს წაიყვანეს. რეპორტიორმა ვერ გაარკვია, რა მეთოდით მკურნალობდნენ შუმახერს.
„როგორც ჩანს, ეს იყო გარკვეული ექსპერიმენტული მეთოდები. ჩვენთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მას სისხლს უსხამდნენ, რომელშიც დამატებული იყო ღეროვანი უჯრედები. ამ პროცედურამ დადებითად უნდა იმოქმედოს მთელს ორგანიზმზე, მათ შორის, ტვინზე“, – ახსნა დეკიუჟიმ.
მიხაელ შუმახერი 2013 წლიდან მოყოლებული აღდგენით კურსს გადის. მან თავის მძიმე ტრავმა თხილამურებით სრიალისას მიიღო.