შუახევში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა #1TVSPORT
შუახევში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა #1TVSPORT

შუახევში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელიც ფიფა-ს სტანდარტებით აშენდა და 500 მაყურებელზეა გათვლილი.

სტადიონი ტრადიციული დღესასწაულის, „შუახევობის“ ფარგლებში გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, სტადიონზე მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები.

ახალი სტადიონის გახსნას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო.

„ვულოცავ ადგილობრივ მოსახლეობას. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. ფეხბურთის ფედერაციისთვის ქვეყანაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, აჭარის მთავრობა ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორია და არაერთი არაჩვეულებრივი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება, თანამედროვე არენაზე ივარჯიშოს“, – ამბობს სფფ-ის გენერალური მდივანი.