„შტურმის“ სპორტული დირექტორი - კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ არის #1TVSPORT
„შტურმის“ სპორტული დირექტორი - კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ არის #1TVSPORT

გრაცის „შტურმის“ სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი კარგ განწყობაზეა, რადგან მისი თქმით ოთარ კიტეიშვილი „ყოველდღე უფრო და უფრო უკეთ გრძნობს თავს“.

ოთარ კიტეიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ესპანეთთან ბადახოსიდან მოშორებით, გრაცში უყურა. საქართველოს ნაკრების და „შტურმის“ ნახევარმცველმა თბილისში კოსოვოსთან (0:1) მატჩის მხოლოდ თორმეტი წუთი ითამაშა და ტრავმის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.

 

თერაპია გრაცში ესპანეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში თამაშის ნაცვლად – ასეთი არასასიამოვნო ამბავი გადახდა „შტურმის“ ქართველ ლიდერს კოსოვოსთან მიღებული ტრავმის შემდეგ, მაგრამ 25 წლის ნახევარმცველის ტრავმა მძიმე არ გამოდგა.

„ოთარს ვესაუბრე, ის კარგად არის და თავს დღითიდღე უკეთესად გრძნობს. კიტეიშვილმა თერაპიის პროცედურები გრაცში შაბათს და კვირას უკვე ჩაიტარა. მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიის შემდეგ ჩვენ უფრო დაზუსტებული პასუხი გვეცოდინება,მაგრამ უკვე კარგ განწყობაზე ვარ მარტო იმის გამო, რომ ევროპის ლიგის მოახლოებულ თამაშებამდე კიტეიშვილს სერიოზული არაფერი სჭირს“, – ამბობს გრაცის „შტურმის“ სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი.