„შტურმის“ მოთამაშე კიტეიშვილზე - ყოველდღე ვეუბნები, რომ ჩვენი პატარა ჯადოქარია #1TVSPORT
„შტურმის“ მოთამაშე კიტეიშვილზე - ყოველდღე ვეუბნები, რომ ჩვენი პატარა ჯადოქარია #1TVSPORT

გამოცემა spox.com-მა წერილი გამოაქვეყნა ევროპის ლიგაში გრაცის „შტურმის“ წარმატებაზე, რომელმაც ხუთშაბათს „ფეინოორდი“ 1:0 დაამარცხა.

„ბოლო წუთებში ემოციური გოლი გაიტანა ოთარ კიტეიშვილმა. ახლა გუნდს ბოლო ტურამდე აქვს შანსი, პირველი ადგილი დაიკავოს. „ჯოკერის“ ბოლო წუთებზე გატანილმა გოლმა „ფეინოორდს“ წარმატება მოუტანა. ოქროს ბომბარდირის, კიტეიშვილის წარმატება გრაცის „შტურმში“ ყველა გულშემატკივარს გაუხარდა. 26 წლის ფეხბურთელი „დინამო თბილისიდან“ „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა, კარგ ფორმაში ყოველთვის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, თუმცა ტრავმებიც ხშირად აწუხებდა. 2021 წლის დასაწყისიდან მას 283 დღე გაუცდა“, – წერს spox.com.

თანაგუნდელის წარმატებით სიხარული „შტურმის“ ფეხბურთელმა გრეგორი ვიტრიხმაც გამოხატა.

„ის ფაქტი, რომ კიტეიშვილი შეცვლაზე შემოვიდა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ძალიან მახარებს. ის დიდი ხნის განმავლობაში ტრავმის გამო ძალიან გაწვალდა და ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანა. ამ ყველაფრის შემდეგ მან უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. კიტეიშვილს საოცარი დარტყმა გააჩნია და გუნდს ძალიან გვჭირდება. ახლა ოთარი კარგ ფორმაშია და შეუძლია, თამაშში ცვლილებები შეიტანოს და მოედანზე ვითარება გამოასწოროს“.

გრაცის „შტურმი“ ევროპის ლიგაზე გადამწყვეტ მატჩს 3 ნოემბერს დანიურ „მიტდიულანდთან“ გასვლაზე ჩაატარებს. პარალელურად, „ფეინოორდი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ შეხვდება.

ივან ლუბიჩი: „დღეს კიეტიშვილმა გრაცის ყველა გულშემატკივარი გაახარა. ამას ნამდვილად იმსახურებდა. დღეს მან კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რისი უნარიც გააჩნია“.

მეკარე იორგ ზიბენჰანდლი: „დღეს მან გუნდი ძალიან გაახარა. კიტე დაგვიბრუნდა და გულშემატკივარმა შეიყვარა“.

დევიდ აფენგრუბერი: „ოთარი ჩვენი პატარა ჯადოქარია. ამას ყოველდღე ვეუბნები. დღეს მან ეს ყველას კიდევ ერთხელ აჩვენა“.