შტორმმა „უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია
შტორმმა „უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია

ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილმა შტორმმა „უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, „უმბერტო“ ბერმუდის კუნძულებისკენ მიიწევს. ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს. „უმბერტო“ რიგით მეცხრე ატლანტიკური შტორმია მიმდინარე სეზონზე და რიგით მესამე ქარიშხალი.

ცოტა ხნის წინ ქარიშხალ „დორიანს“ ბაჰამის კუნძულებზე 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ივლისში წარმოქმნილ ქარიშხალ „ბარის“ კი, აშშ-ში ერთი ადამიანი შეეწირა.