ჩრდილოეთის ზღვაში 270 კონტეინერი გადავარდა. როგორც იუწყებიან, ინციდენტი შტორმის დროს მოხდა.
ხომალდ „ზოედან“ გადავარდნილი კონტეინერებიდან მინიმუმ ოთხში იოლად აალებადი და საშიში ნივთიერებები იყო მოთავსებული.
საუბარია პლასტმასის წარმოებისთვის განკუთვნილ ტოქსიკურ ნივთიერებებზე. ტვირთის სამძებრო ოპერაციას ნიდერლანდებისა და გერმანიის სანაპირო დაცვის სამსახური ატარებს. ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.
კონტეინერების ნაწილი ზღვამ სანაპიროზე გამორიყა. თვითმხილველების ცნობით, პლაჟზე სათამაშოები, ავეჯი და ტანსაცმელი არის მიმოფანტული.
ზღვაში გადავარდნილი 6 კონტეინერი გერმანიის ტერიტორიულ წყლებში შენიშნეს. 21 კი, ნიდერლანდებში.
ხომალდი MSC Zoe ბელგიური ანტვერპენიდან გერმანულ ბრემერჰაფენში მიემგზავრებოდა, როდესაც შტორმში მოჰყვა.