„შტადლერის“ ორსართულიან მატარებელში მგზავრებს საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების შეძენა შეეძლებათ
„შტადლერის“ ორსართულიან მატარებელში მგზავრებს საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების შეძენა შეეძლებათ

დღეიდან, საზღვაო კურორტების მიმართულებით მოძრავ, შვეიცარული ფირმის, „შტადლერის“ ორსართულიან მატარებლებში, მგზავრებს სხვადასხვა ტიპის საკვებისა და გამაგრილებელი სასმელების შეძენა შეეძლებათ.

საქართველოს რკინიგზამ საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების „ვენდინგ“ აპარატები ,,შტადლერ ქისის“ მოძრავ ვაგონებში უკვე დაამონტაჟა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კომპანია Azkoyen მსოფლიოში ცნობილი ბრენდია და ბაზარზე ლიდერის პოზიციაზეა. სწორედ მისგან შეიძინა საქართველოს რკინიგზამ საკვები პროდუქტებისა და გამაგრილებელი სასმელების „ვენდინგ“ აპარატები. რაც შეეხება პროდუქციას, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას საჯარო აუქციონში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან ვენდინგ გრუფი“ მოამარაგებს.