შსს - სიმართლეს არ შეესაბამება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით, წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან
შსს - სიმართლეს არ შეესაბამება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით, წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან

ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის „ფეიკ ნიუსი“ და არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან. აღნიშნული ინფორმაცია არის „ფეიკ ნიუსი“ და არ შეესაბამება სიმართლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.