შსს-ში დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრი თამაზ იორაშვილი დაკითხეს
შსს-ში დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრი თამაზ იორაშვილი დაკითხეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრი თამაზ იორაშვილი დაკითხეს. თითქმის ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ, მან სამინისტროს შენობა უკომენტაროდ დატოვა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა ილორაშვილმა.

თამაზ იორაშვილი შსს-ში გუშინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. გამოძიება სხვისი პირადი ან ოჯახური საიდუმლოების გამჟღავნების ფაქტზე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც დაიკითხა, რომლის ინფორმაციითაც სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი მისმა ოჯახის წევრებმა სოციალური ქსელით მიიღეს. გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.