შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

13:13, 19.09.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შსს-ს ინფორმაციით, ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.

„მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი