შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი დღეს ჩვეულ რეჟიმში აღდგება, – ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

მონაცემთა ბაზების ახალ სერვერებზე გადატანის გამო, მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი გუშინ ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ ახორციელებდა.

„იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება.

მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ბოდიშს გიხდით, შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.