შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს განაახლებს
შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს განაახლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დღეიდან საქართველოს მასშტაბით „კოვიდ-19“-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, 31 მაისიდან მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.

„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს“, – აცხადებენ უწყებაში.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.