შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს განაახლებს
შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სერვისს განაახლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში პირველი ივნისიდან საქართველოს მასშტაბით „კოვიდ-19“-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.

მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს“, – აცხადებენ უწყებაში.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილზე სერვისების მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.