შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს 40 000 ლარის ღირებულების თერმოსკრინინგის კამერები და პირადი დაცვის საშუალებები გადაეცა
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს 40 000 ლარის ღირებულების თერმოსკრინინგის კამერები და პირადი დაცვის საშუალებები გადაეცა

შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნომ (SEM) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს COVID-19-თან საბრძოლველად 40 000 ლარის ღირებულების თერმოსკრინინგის კამერები და პირადი დაცვის საშუალებები გადასცა.

ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ეს ღონისძიება განხორციელდა IOM-ის პროექტის ფარგლებში „საქართველოს მთავრობის COVID-19-ზე რეაგირების მხარდაჭერა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში“, რომელიც მიმდინარეობს შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ფინანსური მხარდაჭერით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი